⚠️ This job opening is closed. Please explore the active alternative roles below.Browse All Jobs ➔
T
Posted 2h agoთბილისი, ge

სერვის ექსპერტი - ნოტიფიკაციები, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი

MiddleOn-site (თბილისი)Salary undisclosed
Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, ნოტიფიკაციების გუნდში, ვეძებთ  -  სერვის ექსპერტს.

თუ გაინტერესებს მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციები, მონაცემებთან მუშაობა და გინდა გაიგო, როგორ ეხმარება სწორად დაგეგმილი კამპანია ბიზნესს მიზნების მიღწევაში - ეს როლი შენთვისაა.

შეუერთდები გუნდს, რომელიც ჩართულია TBC ბანკის კამპანიების მართვაში - დაგეგმვასა და მომზადებაში. შენი საქმიანობა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით იღებენ მომხმარებლები ბანკისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

რას გააკეთებ?

  • ნოტიფიკაციების გუნდთან ერთად ჩაერთვები კამპანიების დაგეგმვისა და მართვის სრულ პროცესში და იზრუნებ მომხმარებლებთან ეფექტური პირდაპირი კომუნიკაციების განხორციელებაზე.
  • იმუშავებ მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა არხთან, როგორებიცაა: SMS, Push, Email და Popup.
  • ჩაერთვები კამპანიების შედეგების ანალიზსა და ეფექტურობის შეფასებაში - გუნდთან ერთად მოძებნი გზებს კომუნიკაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად და პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
  • იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან: დაგეგმავ და ააწყობ სამიზნე სეგმენტებს, შექმნი საჭირო ლოგიკებს და მოამზადებ ბაზებს კამპანიებისთვის.
  • გაიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ისეთ ინსტრუმენტებში, როგორებიცაა Excel, Power BI და სხვა.
  • ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და უკეთ გაიგებ, როგორ გამოიყენება პირდაპირი კომუნიკაციები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

 

კვალიფიკაცია

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის გამოცდილება; 
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; ( SQL ; PBI ცოდნა ჩაითველბა უპირატესობად) 
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar Openings in Other

View all in category