T
Posted 2h ago•თბილისი, ge

უძრავი ქონების მართვის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

MiddleOn-site (თბილისი)Salary undisclosed
Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

უძრავი ქონების მართვის მენეჯერი ​​​​​​​უზრუნველყოფს ბანკის ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად ახალი ფილიალების, სერვის ცენტრების, საოფისე და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის შესაბამისი უძრავი ქონების მოძიებას, შეფასებას და ანალიზს,

  • ახორციელებს ბანკის განვითარების გეგმებიდან გამომდინარე ახალი ლოკაციების მოძიებასა და შეფასებას.
  • აწარმოებს უძრავი ქონების ბაზრის მუდმივ მონიტორინგს და ბაზრის ტენდენციების ანალიზს.
  • უზრუნველყოფს უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან, მეიჯარეებთან და ქონების მფლობელებთან ურთიერთობის მართვას.
  • მოლაპარაკებებს აწარმოებს საიჯარო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
  • ამზადებს უძრავი ქონების შეძენის, იჯარის ან რელოკაციის ფინანსურ და ბიზნეს ანალიზს.

 

კვალიფიკაცია

  • უძრავი ქონების, ქონების მართვის, იჯარების ადმინისტრირების ან ბიზნეს განვითარების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს-ქეისების მომზადების უნარი;
  • MS Excel-ის და MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar Openings in Other

View all in category➔