T
Posted 4h ago•თბილისი, ge

ტალანტების შერჩევის უმცროსი მენეჯერი

MiddleOn-site (თბილისი)Salary undisclosed
Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

თიბისიში გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი სწორი ადამიანებით იწყება. ვეძებთ ტალანტების შერჩევის უმცროს მენეჯერს, რომელიც საცალო მიმართულების (Retail/Mass) რეკრუტინგის პროცესს მართავს, აქტიურად მოიძიებს ახალ ტალანტებს და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს.

რას გააკეთებ?

  • მართავ შერჩევის სრულ ციკლს - საჭიროების განსაზღვრიდან კანდიდატის შერჩევასა და შეთავაზებამდე;
  • ითანამშრომლებ ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაზღვრავ ვაკანსიის მოთხოვნებსა და შერჩევის პრიორიტეტებს;
  • აქტიურად მოიძიებ კანდიდატებს სხვადასხვა არხისა და პირდაპირი მოძიების მეთოდების გამოყენებით;
  • დაგეგმავ და წარმართავ გასაუბრებებს, შეაფასებ კანდიდატების გამოცდილებასა და პოზიციასთან შესაბამისობას;
  • მართავ რამდენიმე ვაკანსიას პარალელურად და უზრუნველყოფ შერჩევის პროცესის შეთანხმებულ ვადებში წარმართვას;
  • იზრუნებ კანდიდატების პოზიტიურ გამოცდილებასა და კანდიდატთა ბაზის განვითარებაზე;
  • გააანალიზებ რეკრუტინგის შედეგებს, მოამზადებ ანგარიშებს და ჩაერთვები პროცესების გაუმჯობესების პროექტებში.

კვალიფიკაცია

რას ველოდებით შენგან?

  • უმაღლეს განათლებას;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტალანტების შერჩევის მიმართულებით;
  • საცალო მიმართულების რეკრუტინგის გამოცდილებას, სასურველია - მასშტაბური შერჩევების მართვის კუთხით;
  • სხვადასხვა არხებში კანდიდატების მოძიების, შეფასებისა და გასაუბრების წარმართვის უნარებს;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარებს;
  • ATS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Office ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნას მინიმუმ B2 დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია

რას გთავაზობთ?

  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სწავლისა და განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავაზებებს;
  • თიბისის თანამშრომელთა ფონდით სარგებლობის შესაძლებლობას.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar Openings in Other

View all in category➔