T
Posted 1h ago•თბილისი, ge

მძღოლი

MiddleOn-site (თბილისი)Salary undisclosed
Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

პოზიციის შესახებ

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო მძღოლს ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

პოზიციის მთავარი მიზანია თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა, ავტომობილის გამართულობის კონტროლი და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის თანამშრომლების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
  • გადაადგილების მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა და საგზაო მდგომარეობის გათვალისწინება;
  • ავტომობილის სისუფთავის, ტექნიკური გამართულობისა და სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურების საჭიროების მონიტორინგი;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხო მართვის სტანდარტების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მგზავრთა გადაყვანა;
  • სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

პიროვნული და პროფესიული უნარები

  • სტრესულ და არაპროგნოზირებად საგზაო პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა და მარშრუტების დაგეგმვა;
  • ავტომობილის მოვლისა და ექსპლუატაციის საკითხების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

სამუშაო პირობები

  • სრული განაკვეთი და სტანდარტული სამუშაო გრაფიკი;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ავტომობილით უზრუნველყოფა ბანკის მხრიდან;
  • სამუშაო ლოკაცია ძირითადად თბილისი, საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს სხვა რეგიონები.

კვალიფიკაცია

  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • მძღოლად მუშაობის 3–5 წლიანი გამოცდილება;
  • უსაფრთხო და თავდაჯერებული მართვის უნარი;
  • საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა და მათი დაცვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar Openings in Other

View all in category➔