T
Posted 2h ago•თბილისი, ge

ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი

MiddleOn-site (თბილისი)Salary undisclosed
Job Description

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში წარმოქმნილი მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების დროული აღმოფხვრა, ობიექტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მცირე სარემონტო სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა და შესრულება.

  • ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში არსებული მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
  • მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
    • კარის საკეტების შეცვლა/შეკეთება;
    • ნათურებისა და განათების საშუალებების შეცვლა;
    • უჯრებისა და ავეჯის საკეტების შეცვლა;
    • ლამინირებული იატაკის დაზიანებული ნაწილის შეცვლა;
    • სამღებრო სამუშაოების შესრულება;
    • სხვა მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების განხორციელება;
  • გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შეფასება და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, აღრიცხვა და შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოება;
  • სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და ინვენტარის განსაზღვრა;
  • ფილიალებსა და სათავო ოფისში ყოველდღიური გადაადგილება ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სამუშაო პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ორგანიზაციაში მოქმედი წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი ტექნიკური და საექსპლუატაციო დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
  • მცირე ტექნიკური ან სარემონტო სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ხელსაქმისა და მცირე ტექნიკური/სარემონტო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული უნარები;
  • მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და აღრიცხვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
  • ელექტრიკოსის დამადასტურებელი მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar Openings in Other

View all in category➔